ახალი ამბები

გია ქავთარაძე: არ მსურს კალაძის ბრწყინვალე კარიერას ხელი შევუშალო

3 ნოემბერი, 2012 •
გია ქავთარაძე: არ მსურს კალაძის ბრწყინვალე კარიერას ხელი შევუშალო

გია ქავთარაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ კახი კალაძის მიმართ მიზანმიმართული აგრესიული კამპანია მიმდინარეობს, რაც მასაც შეეხო. მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე აცხადებს, რომ კითხვები გაჩნდა მისი 2005-07 წლებში იუსტიციის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით.  კრიტიკის თემა ეხება 2006 წელს ე.წ. ბუნტს ციხეში, რომლის აღკვეთის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

“მე მზად ვარ, ყველა კითხვას კვლავ გავცე პასუხი. “კვლავ” იმიტომ, რომ თავის დროზე ყველაფერს ამომწურავად ვუპასუხე.
ყველაფერი, რაც ბატონ კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება (ჩემ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩათვლით), ძალზედ ხელოვნური და ანგაჟირებულია.
არ მსურს, რომ ჩემ გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამდენად, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან,”- აცხადებს გია ქავთარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი