ახალი ამბები

დავით აფრასიძე ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა

2 ნოემბერი, 2012 •
დავით აფრასიძე ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგენტთა საბჭო დავით აფრასიძის კანდიდატურის განსახილველად 2012 წლის 17 ოქტომბერს შეიკრიბა. დავით აფრასიძემ საბჭოს მომავალი ინიციატივები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რის შემდეგაც ის ცხრა ხმით ნულის წინააღმდეგ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად აირჩიეს. საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში 2012 წლის 26 ოქტომბერს შევიდა.

 

დავით აფრასიძე პოლიციის აკადემიის რექტორი 2012 წლის 30 მაისს გახდა, მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ის წლების მანილზე მუშაობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

რეესტრის მონაცემებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელთა სიიდან გამოვიდა სერგო რატიანის მიერ დაფუძნებული კომპანიაც, ააიპ “კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიები, Inc” ილიაუნის დამფუძნებლებიდან 2012 წლის 12 ოქტომბერს ამოეწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი