ახალი ამბები

ჯეოსელის გენერალური მენეჯერი საქართველოს ტოვებს

2 ნოემბერი, 2012 •
ჯეოსელის გენერალური მენეჯერი საქართველოს ტოვებს

ამის შესახებ ოსმან თურანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

 

“შეიძლება ითქვას, რომ ეს არის წინსვლა ჩემს კარიერაში. მე ვტოვებ საქართველოს, თუმცა დამფუძნებელთა საბჭოში პასიური პოზიცია მაინც მექნება,”- განაცხადა თურანმა.

 

როგორც ის განმარტავს, საკადრო ცვლილება ჯეოსელში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირში არ არის. 

 

“ჯერ კიდევ იანვარში შემომთავაზეს ნეპალში გამგზავრება. ჩემი პირველი ვიზიტი ამ ქვეყნაში კი მარტში იყო. საბოლოოდ აგვისტოში გადაწყდა ჩემი იქ წასვლა.”

 

რაც შეეხება, ვინ დაიკავებს პოსტს აღნიშნულ თანამდებობაზე, მისივე განმარტებით, ფასი ქოისთინენი, გამოცდილი მენეჯერია, რომელიც ნეპალიდან ჩამოვა და საქართველოში ორშაბათიდან შეუდგება საქმიანობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი