„7 წელი ვიმუშავე მერიაში და შესაძლებლობები ამოვწურე, ახლა ახალმა კადრმა სცადოს. სხვა არანაირი მოტივი არ ყოფილა, ახლა საჯარო მოხელე აღარ ვარ და ერთი კვირით დამასვენეთ. მომავალის გეგმები ჯერ არ მაქვს“, -აცხადებს გელა მახარაძე, რომელმაც კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე გამოიტანა და ამჟამად სახლში იმყოფება.
“უმუშევარი ვიყავი და სანამ რამეს ვიპოვი, შემოთავაზებაზე უარი არ ვთქვი”, – განაცხადა ნუკრი დეკანაძემ, რომელმაც წინა თანამდბობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.





