ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის ვიზიტი ბრიუსელში და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან გაუქმებული შეხვედრა

7 თებერვალი, 2017 • 7334
ალიევის ვიზიტი ბრიუსელში და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან გაუქმებული შეხვედრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა. მხარეებმა პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმება განიხილეს.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანში დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტან შეხვედრა კი ალიევმა მას შემდეგ გააუქმა, რაც ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევების განხილვას გეგმავს.

ვიზიტის დაწყებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ძალიან პროდუქტიულია და მაღალ დონეზეა: “ჩვენი თანამშრომლობის გასაფართოებლად დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ შორის ძალიან აქტიური პოლიტიკური დიალოგია. განვიხილავთ პოლიტიკურ საკითხებსა და პოლიტიკურ რეფორმების საკითხებს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევის ვიზიტამდე  70-ზე მეტმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას მოწოდებით, აღნიშნული მოლაპარაკებები აზერბაიჯანში რეფორმების მისაღწევად გამოიყენონ.

ილჰამ ალიევის ბრიუსელში ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი იყო ახალი გაზსადენის საკითხის განხილვა, რომელიც ევროპაში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს. ბაქო გეგმავს 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებას, ევროკავშირი კი რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომიის პრეზიდენტი ჯან კლოდ იუნკერი ბრიუსელში, 2016; ფოტო: apa.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომიის პრეზიდენტი ჯან კლოდ იუნკერი ბრიუსელში, 2016; ფოტო: apa.az

 

მასალების გადაბეჭდვის წესი