ახალი ამბები

ანონსი – 7 თებერვალი

6 თებერვალი, 2017 • 2751
ანონსი – 7 თებერვალი

გთავაზობთ 7 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

09:30 საათზე, ასოციაცია – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსმარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების პრეზენტაციას გამართავს.  მის: ორბელიანის 8/10, სასტუმრო მუზეუმი

10:30 საათზე, ელენე ხოშტარია წყნეთის ხევის #2-ში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.

1:00 საათზე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  ემა: დევნილთა მდგომარეობა და ახალი ინციატივა დიფერენცირებული შემწეობის შესახებ – პროექტის რა ვარიანტი გააჩნია აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს.  მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

11:00 საათზე, პარლამენტში ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: სასამართლოებთან და მოსამართლეებთან დაკავშირებული ახალი ცვლილებები.

12:00 საათზე, “რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებული მუშები, თბილისში, ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მოედანზე მდებარე „საქართელოს ბანკის“ ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მოთხოვნა: დათხოვნილი მუშების სამსახურში აღდგენა და შრომითი კონტრაქტების გაუმჯობესება.

13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება. მის: თბილისი, ბიუროს ოთახის წინ (B კორპუსი, II სართული).

14 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაჟურნალისტებს შეხვდება და ბოლო პერიოდის სიახლეებს გააცნობს. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მასამართი: უზნაძის 52

მასალების გადაბეჭდვის წესი