ახალი ამბები

დავით ნარმანია: გუბერნატორები პრემიერმა უნდა დანიშნოს

2 ნოემბერი, 2012 • 894
დავით ნარმანია: გუბერნატორები პრემიერმა უნდა დანიშნოს

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში:

“გუბერნატორების ძირითადი დანიშულება რეგიონებში სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების კოორდინაციაა. ეს პროგრამები საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს, ამიტომ გუბერნატორებს უშუალოდ საქართველოს მთავრობამ უნდა შეარჩიოს. ჩვენი კანონპროექტით ისინი ანგარიშვალდებულნი იქნებიან მთავრობის წინაშე”, – აცხადებს დავით ნარმანია.

მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებას საკონტიტუციო ცვლილება არ ჭირდება და ეს შესაძლებელია კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელებით. დავით ნარმანიამ ეს განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით სხდომაზე 15 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორისაა: 2013 წლის ბიუჯეტის საკითხი, 2012 წლის ჯანდაცვისს სახელმწიფო პროგრამები, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის “საპარტნიორო ფონდის” წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ, ტყის სოციალური ჭრის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განორციელების საკითხი, რეგენტთა საბჭოს შექმნის საკითხი და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი