ახალი ამბები

„საქართველოს რკინიგზა“: ხის გადატანის გამო მატარებლების მოძრაობა არ შეფერხდება

6 თებერვალი, 2017 • 3964
„საქართველოს რკინიგზა“: ხის გადატანის გამო მატარებლების მოძრაობა არ შეფერხდება

მატარებლების მოძრაობაში დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, შეფერხება არ იქნება – განაცხადა „ბათუმელებთან“ დაჩი ცაგურიამ, „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

დღეს ონლაინ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 თებერვალს დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებს.

„უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის გამო იყო თხოვნა რკინიგზაში, რომ გარკვეული დროით გაგვეჩერებინა მატარებლების მოძრაობა. თუმცა ეს თხოვნა გააუქმა მშენებელმა კომპანიამ და რკინიგზა ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე“, – გვითხრა დაჩი ცაგურიამ.

რაც შეეხება იმას, რომ რკინიგზაზე მოძრაობის შეწყვეტა შესაძლოა აჭარიდან ურეკში ხეების გადატანას უკავშირდებოდეს, დაჩი ცაგურია ამბობს, რომ „ყოველთვის გამოინახება ფანჯარა, როცა მატარებელი არ მოძრაობს და იმ პერიოდში გადაიტანენ ხეს რკინიგზაზე“.

გუშინ, 5 თებერვალს, ციხისძირში პოლიციამ უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე დააკავა, რომლებიც ხის გადატანას აპროტესტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი