ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.  

 

ხადურმა აქცენტი პარლამენტის შენობის ასაშენებლად გაწეულ ხარჯებზე გააკეთა: „პარლამენტის შენობის მშენებლობა  ქუთაისში 140 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. ეს შენობა პრაქტიკულად გამოუსადეგარია სამუშაოდ. ერთადერთი, რაც იქ კარგია, ეს არის დარბაზი.“

 

ხადურის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტში აპარატის მუშაობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია: „მე ვიყავი პარლამენტში როგორც წევრი.  ადამიანებს ყურებში ბამბები აქვთ, კონდიცირება ისეთი ხმაურიანია.“

 

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს შესწავლა, რატომ არის ეს შენობა ასეთი უხარისხო, როცა ამდენი ფული დაიხარჯა:

 

„რატომ უნდა აეშენებინა საქართველოს ბიუჯეტს ანაკლიაში კაფე, რომლის მშენებლობაზეც 2 მილიონი ლარი დაჯდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარია დახარჯული“

 

ფინანსთა მინისტრი ამ ხარჯების შესახებ არსებულ მონაცემებს პროკურატურას გაუგზავნის. შესაძლოა, ამ  პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *