აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
„საქართველოს მომავალშიც შეუძლია ჰქონდეს გერმანიის ფედერალური მთავრობის მხარდაჭერის იმედი დემოკრატიის შემდგომი გამყარების, საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის, რეგიონში სამეზობლო ურთიერთობების განვითარებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე“, – ნათქვამია ანგელა მერკელის წერილში.