“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პროკურატურა შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ვერ გავა იუსტიციის სამინისტროდან, სანამ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი არსებობს.
პროკურატურისთვის უფრო მეტი უფლებამოსილების შეძენაში ვგულისხმობთ, მაგალითად, იმას, რომ მთავარი პროკურორი თვითონ იქნება უფლებამოსილი, დანიშნოს ქვემორე პროკურორები. მოქმედი კნონმდებლობით ამას აკეთებდა იუსტიციის მინისტრი, რომელიც თვითონაც პროკურორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე არ ეწოდებოდა. ფუნქციებით ის იყო პირველი პროკურორი ქვეყანაში”, – განაცხადა ბარამიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობდა როგორც იუსტიციის სამინისტრო, ასევე მთავარი პროკურატურა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომაადგენლები, მათ შორის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და სხვა ცნობილი იურისტები, რომლებიც პარლამენტში არიან.
“ამ საკითხის ინიცირება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ეს მალე მოხდება”, – ამბობს ბარამიძე.