ახალი ამბები

პარლამენტში

31 ოქტომბერი, 2012 • • 943
პარლამენტში

„პარლამენტის წევრთა ნაწილი დაინიშნა მინისტრებად. ეს თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან და მათ უახლოეს პლენარულ სხდომაზე შეუწყდებათ უფლებამოსილება“ – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, ვინც პარტიული სიით არის არჩეული, მათ ადგილს დაიკავებენ ამ სიაში შესაბამისი პარტიის სახელით შეყვანილი მომდევნო კანდიდატები და მათი უფლებამოსილების ცნობა მოხდაბა ორ-სამ დღეში.

რაც შეეხება მინისტრებს, რომლებიც მაჟორიტარული წესით შევიდნენ პარლამენტში, ხმალაძის აზრით აუიცილებელია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა.

„საარჩევნო კოდექსის თანახმად, გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად მაჟორიტარული არჩევნები იმართება წელიწადში ერთხელ, ოქტომბრის თვეში. ადრე ორ პერიოდში იმართებოდა, ან გაზაფხულზე. ან შემოდგომაზე. შემდეგ შეცვალეს ეს კანონი, რაც ქმნის ისეთ ვითარებას, რომ ერთი წლის განმავლობაში იმ საარჩევნო ოლქიდან ვერავინ იქნება არჩეული. ასეთი მდგომარეობა მიგვაჩნია რომ არ არის სასურველი, არ არის კარგი, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ ცვლილების შეტანას საარჩევნო კოდექსში “

მასალების გადაბეჭდვის წესი