პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სხდომაზე ნომერ პირველი განსახილველი საკითხი იქნება მთავრობის განკარგულების პროექტი კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში უკანონოდ მყოფ პირთა აღრიცხვის წესის შესახებ. მისივე განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ხელოვნურად მართულ პროცესს გავს.
მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის სხდომამდე პრემიერ–მინისტრმა 29 ოქტომბერს მინისტრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.