სოციალურად დაუცველების განცხადებით, შიმშილობას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მათთან შესახვედრად მინისტრი მაინც არ მივიდა:
“ჩვენ გუშინ დილიდან ვშიმშილობდით გვიან ღამემდე, მაგრამ ბოლოს გვითხრეს, რომ მინისტრი მაინც არ გამოვიდოდა ჩვენთან. რამდენიმე გეგმა გვქონდა, ვაპირებდით სამინისტროს კარების ბლოკირებასაც, მაგრამ ბევრნი ვიყავით, ზოგი წინააღმდეგი იყო, ამიტომ ვერ შევთანხმდით და დავიშალეთ. ახლა სამთავრობო სხდომაზე ვაპირებთ წასვლას, გვაინტერესებს მინისტრების აზრი, გვინდა რაიმე დაპირება მაინც მივიღოთ და სადაც ამდენი ხანი გაგვიძლია, ცოტასაც გავუძლებთ, თუკი დაპირება იქნება”, – აცხადებს მარინა ჭიღლაძე, რომელიც სხვებთან ერთად მთავრობის სხდომაზე მისვლას 12 საათისთვის გეგმავს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოიეში სოციალურად დაუცველი 40–ზე მეტი ადამიანი გუშინ დილიდან შიმშილობდა. სოციალურად დაუცველები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.





