ახალი ამბები

პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის შვილი დააკავა

31 ოქტომბერი, 2012 •
პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის შვილი დააკავა

პოლიციის ინფორმაციით, გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).

 

“საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში” მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა,”- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი