ახალი ამბები

‘უკრაინამ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა’

30 ოქტომბერი, 2012 • 994
‘უკრაინამ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა’

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ამ ეტაპისთვის დათვლილი (89.08%) ხმების შესაბამისად, მმართველმა პარტიამ -“რეგიონების პარტიამ” 31,65%– ით გაიმარჯვა.

 

მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინაა“ 24,21 % –ით, მესამე პოზიციას იკავებს კომუნისტების პარტია 13, 89% -ით, ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარ“ -13,47% და ნაციონალური გაერთიანება „თავისუფლება“ –  9,6%.

 

მაჟორიტარობის არჩენებში მმართველმა პარტიამ დღევანდელი მონაცემებით 12 რეგიონში გაიმარჯვა, აქედან 11 რეგიონი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონების პარტია ამ დროის მონაცემებით მაჟორიტარული არჩევნების ხარჯზე იმარჯვებს და 123 მანდატი აიღო.

 

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება უკვე გამოთქვეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა.

 

დამკვირვებელთა ნაწილის განმარტებით, უშუალოდ არჩევნების დღეს თვალსაჩინო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. 

 

„იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს თვალსაჩინო არ ყოფილა დარღვევები, წინასაარჩევნოდ ხელისუფლემ კარგად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. უკრაინამ ისწავლა, ტექნიკურად კარგად ჩაატაროს არჩევნები, რომ უცხოელმა დამკვირვებლებმა ვერ დაინახონ მასობრივი დარღვევები კენჭისყრის დღეს. ჩვენ დარღვევები არ გვინახავს, ვხედავდით მხოლოდ იმაზე ბევრ ბიულეტენს, ვიდრე საჭირო იყო ამა თუ  იმ უბანზე. იდგა თეთრი მიკროავტობუსები, თუმცა ვერ დავამტკიცებდით, რომ მათ ადამიანები მოიყვანეს “კარუსელითვის”.

 

ვფიქრობ, არ შეიძლება დასავლეთს თვალში ნაცარი შეაყარო.უკრაინის მთავრობისთვის მნიშნველოვანია, რომ აჩვენოს, როგორ კარგად ჩატარდა არჩევნები, თუმცა მათმა უმეტესობამ, ვინც დაკმვირვებლად ჩამოვიდა, იცის, რა არის ნამდვილი არჩევნები და ხედავს, რომ ამჯერად უკრაინაში ის არ ჩატარდა შესაბამისად. ეს არის ნაბიჯი უკან. 2010 წელს, 2007 წელს უკეთესი არჩენვები იყო, ძალიან სამწუხაროა,“- ამბობს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის ვიცე პრეზიდენტი ნადია დიუკმა, რომელიც ამერიკელ დამკვირვებლებთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში.

 

გარდა ამისა, უკრაინაში საუბრობენ ეგზიტპოლის შედეგებისა და ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მიერ გამოცხადებული შედეგების შუსაბამობაზეც, რომლის თანახმად, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა” ლიდერობდა.

 

არჩევნების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პოლიტიკოსმა იულია ტიმოშენკომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.  ტიმოშენკოს ადვოკატის განმარტებით, ტიმოშენკო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკრაინაში ყველაზე არასამართლიანს უწოდებს.

 

თავად უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი საპარლამენტო არჩევნებით კმაყოფილია. მან საზოგადოებას “უკრაინის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება” მიულოცა. 

 

“უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა თავისი პასუხისმგებლობა და სიბრძნე,”_ განაცხადა ქვეყნის ლიდერმა. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი