ახალი ამბები

ანონსი – 3 თებერვალი

3 თებერვალი, 2017 • 1894
ანონსი – 3 თებერვალი

ნეტგაზეთი წარმოგიდგენთ 3 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 

11:00 საათზე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცეს გახსნიან. ადგილი: თავისუფლების მოედანი, შ. დადიანის 2/1. პრესასთან საკონტაქტო პირი: ნინიკო ბოჯგუა – 577191417.

12:00 საათზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა და სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელი თინა მამულაშვილი, ასევე, გამომცემლები: ინტელექტი, ართანუჯი, სიესტა, დიოგენე, ციგნები ბათუმში და სხვა გამომცემლები “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართავენ პრესკონფერენციას. თემა : ქართველი გამომცემლების საგანგებო პრესკონფერენცია. გამომცემლები მოითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის პროექტის შეფერხების გამო. მისამართი: მ. კოსტავას N68.

13:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, ხოლო 14:00 საათზე თბილისის საკრებულოს სხდომები გაიმართება. მისამართი: თავისუფლების N2.

14:00 საათზე, სტუ–ში “უფლებადამცველთა სახლის” მიერ მომზადებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესრებიან იურისტები, სამართალმცოდნეები და მეცნიერმუშაკები. მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, მე -9 სართული (თბილისი, სააკაძის მოედანი). პასუხისმგებელი პირი: ნატალია ხოხიაშვილი – 577652960.

16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალური კამპანიის პრეზენტაციას გამართავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის 40 (ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა).

17:00 საათზე, დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: ქალთა კარდიოვასკულური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. მისამართი: თბილისი, ასათიანის ქ N9. საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი – 595956103, თამარ ვახტანგაძე – 593907907.

მასალების გადაბეჭდვის წესი