“ჩვენ ვიწყებთ სამინისტროში აუდიტორულ შემოწმებას იმისათვის, რომ ზუსტი დასკვნა დაიდოს. ასე, ერთი შეხედვით ჩემთვის დარღვევების შესახებ ცნობილი არ არის. თქვენ იცით, რომ ასე თუ ისე ზურაბ ადეიშვილი იყო კარგი იურისტი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.