“ნორა კვიციანი არის ქალბატონი, რომელმაც წინა ხელისუფლების უსამართლოებების მთელი სერიების წყალობით თავის თავზე იწვნია იმ შეცდომების შედეგები, რაც მან კი არა, არამედ მისმა ძმამ ჩაიდინა. საქმეს, რომელსაც ჰქვია – “ნორა კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ” და ევროპულ სასამართლოში არის უკვე 2-3 წელია გაგზავნილი, ამ საქმეზე უნდა მოხდეს მორიგება, რაზეც მე პირადად ვიმუშავებ, ნოემბრის მესამე კვირაში ვგეგმავ ვიზიტს ამ საკითხზე სტრასბურგში,” – განაცხადა თეა წულუკიანი.
ნორა კვიციანი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს. იგი სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
უფლედამაცველების ნაწილი მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ, რადგან ნორა კვიციანის დაპატიმრებას წინ უძღოვდა, მისი ძმის – ემზარ კვიციანის (ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში) მიერ “ვარდების რევოლუციის” გზით მოსული ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მოჰყვა სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში და კვიციანის მომხრეების განიარაღება. თავად კვიციანი კი დღემდე მიმალვაში იმყოფება.
“რაც შეეხება ემზარ კვიციანის საკითხს, ჩემთვის უცნობია მისი საქართველოში დაბრუნების გეგმების შესახებ, მისი სისხლის სამართლის საქმე შეიძლება თავიდან იქნას შესწავლილი, თუკი ის დაბრუნდება და უპასეხებს იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, დღეს სხვადსხვა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ემზარ კვიციანის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა.