ახალი ამბები

კირვალიძეს არ აქვს პასუხი, რამდენით დააფინანსებს ივანიშვილი მილიარდიან ფონდს

29 ოქტომბერი, 2012 •
კირვალიძეს არ აქვს პასუხი, რამდენით დააფინანსებს ივანიშვილი მილიარდიან ფონდს

“ახალი ფონდი უახლოეს მომავალში შეიქმნება და ის იქნება დამატებითი ინტრუმენტი იმისათვის, რომ იქნას მოზიდული ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში და დაეხმაროს მის განვითარებას, ასევე, მონაწილეობა მიიღოს უცხოური კაპიტალის საქართველოში შემოტანისთვის, განხორციელდეს ინფრასტრუქტრული პროექტები და ყველაფერი დანარჩენი, რაც სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული”, – აცხადებს დავით კირვალიძე.

 

მისივე თქმით, ფონდის პარალელურად იარსებებს ბიუჯეტი.

 

“საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხები იქნება ბიუჯეტის გარდა კონკრეტული თანხა. თუ რამდენი იქნება ბიძინა ივანიშვილის პირადი კაპიტალი, მას შემდეგ გამოჩნდება, როცა ყველა წყაროს მოზიდვა დასრულდება”, – აცხადებს კირვალიძე.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მან უკვე შეარჩია ერთი მოადგილე – დავით შერვაშიძე და კიდევ მიდის სამი მოადგილის პოსტზე კანდიდატურების განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი