ნათია ლანდია გახლავთ პროფესიით ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, აქვს დოქტორანტის ხარისხი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში და ამ დრომდე მუშაობდა “ჯეო ჰოსპიტალში” ხარისხის გაუმჯობესების სამსახურის უფროსად.
სოზარ სუბარმა დღესვე წარადგინა მისი კიდევ ერთი მოადგილე – არჩილ თალაკვაძე, რომელიც კურატორობას სწორედ ჯანდაცვის საკითხებს გაუწევს პენიტენციურ სისტემაში. თალაკვაძესაც ასევე სამედიცინო განათლება აქვს მიღებული, გასულ წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში – ომბუდსმენის თანაშემწედ, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში.
პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 31 ოქტომბერს წარადგინა სოზარ სუბარმა გურამ კერესელიძე, რომელიც მოგვიანებით აღარ დანიშნა თანამდებობაზე, რადგან კერესელიძის რეპუტაციამ საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტი გამოიწვია.