პატიმრების ოჯახის წევრებს თან აქვთ წერილები. მათი სურვილია, რომ ისინი სოზარ სუბარსა და ილია მეორეს გადასცენ. წერილებში პატიმრების შეწყალებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეკრებითობის გაუქმებასა და ციხეში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი და საქართველოს პატრიარქი სასჯელაღსრულების #1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დღეს, რამდენიმე წუთში უნდა შევიდნენ.