ახალი ამბები

ამ მდგომარეობაში ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია – ევროპარლამენტარი ვიკი მაიერი

2 თებერვალი, 2017 • 2487
ამ მდგომარეობაში ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია – ევროპარლამენტარი ვიკი მაიერი

“ასეთ მდგომარეობაში ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რადგან ეს უფრო გააძლიერებს ორგანიზებულ დანაშაულს”, – ეს განცხადება ევროპარლამენტში საქართველოს სავიზო რეჟიმის თაობაზე მიმდინარე დებატებზე დეპუტატმა ვიკი მაიერმა გააკეთა.

მაიერი ევროპარლამენტში Europe of Nations and Freedom Group-ს წარმოადგენს, იგი ჰოლანდიიდან არის. მაიერი ჰოლანდიაში ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” (PVV) წევრია. ეს პარტია ჰოლანდიის ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს და სწორედ მისი ინიციატივით ჩატარდა გასულ წელს ქვეყანაში რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობამ უკრაინასთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მხარი არ დაუჭირა.

“ბრიუსელის მიერ შემოთავაზებული ლიბერალიზაცია გახლავთ დღევანდელი განხილვის საგანი, თუმცა პარალელურად უნდა ვისაუბროთ იმ კრიზისზე, რომელიც არსებობს ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის სფეროში. ასეთ მდგომარეობაში ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რადგან ეს უფრო გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულს. თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებულ დანაშაულის [სტატისტიკას], მართლაც საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით”, – განაცხადა მაიერმა და დასძინა, რომ ეს საკითხი ამ კუთხითაც უნდა იქნეს განხილული.

მასალების გადაბეჭდვის წესი