საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის სტატისტიკით, შენგენის ზონაში შესვლაზე უარი საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 0.5% შემთხვევაში ეთქვათ.
უწყების მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ტერიტორიაზე შესვლის 364 593 შემთხვევა აღირიცხა. საქართველოს მოქალაქეებს უარი 1 863 შემთხვევაში ეთქვათ.
ყველაზე ხშირად 2018 წლის მანძილზე ქართველები გერმანიაში შედიოდნენ. ყველაზე მეტჯერ შესვლაზე უარი კი იტალიაში დაფიქსირდა.
სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მთლიანობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარის კვეთის 3 697 152 აღირიცხა. საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის საზღვარი 3 667 915-ჯერ გადმოკვეთეს.