ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი Freedom House-ის ანაგარიშში

2 თებერვალი, 2017 • 3635
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი Freedom House-ის ანაგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშის – Freedom In the World – 2017  მიხედვით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შედარებით, თავისუფლების ხარისხი რამდენჯერმე მაღალია.

თუ აფხაზეთის ქულა 41-ია [100-იდან], სამხრეთ ოსეთის 11-ია. შესაბამისად,  ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთი ნაწილობრივ თავისუფალი, სამხრეთ ოსეთი კი არათავისუფალია.

აღნიშნულ ანგარიშში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღი, [33]  ნაწილობრივ აღიარებულ და “სადავო ტერიტორიების” ცალკე ჩამონათვალშია.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა საქართველოს აქვს, თუმცა თავისუფალ ქვეყნად არც ერთი არ არის აღიარებული.

ფრიდომ ჰაუსი ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. საქართველო უკვე წლებია სწორედ მეორე კატეგორიაში ხვდება. საქართველომ 2016 წლის ანგარიშშიც 64 ქულის მოგროვება შეძლო.

საქართველო ამ ქულით უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათ შორის- რუსეთს (20 ქულა), აზერბაიჯანს (14), სომხეთს (45), თურქეთს (38), ასევე უკრაინას (61), თუმცა, ამავდროულად, ყველას ჩამორჩება ევროკავშირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი