აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას და პროკურატურას ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩეჩენ ლტოლვილ ახმედ ჩატაევისთვის ბრალის მოხსნას ითხოვენ. მოსახლეობა ითხოვს, რომ ჩატაევი ხვალ დანიშნული სასამართლო პროცესიდანვე გაათავისუფლონ.
“სასამართლო პროცესის დროს თხოვნით მივმართავთ ხელისუფლებას და პროკურტურას, რომ ახმედ ჩატაევი ჩვენი თხოვნით გათავისუფლდეს”.–განაცხადა აქციის მონაწილე აიუფა ბორჩაშვილმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ახმედ ჩატაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.