“რამდენიმე მათგანი სავარაუდოდ მალე გათავისუფლდება. ჩვენ ასევე დიდ რაოდენობაზე სასჯელის გადავადების თხოვნით მივმართავთ სასამართლოს. იყო 2 პაციენტი, რომლებიც შიმშილობდნენ და ჩემთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს. დაწყებულია პირობით ვადამდე გათავისუფლება. გუშინ 35–მა ადამიანმა დატოვა სასჯელაღსრულებბის დაწესებულება. დღეს და ხვალ დაახლოებით 300–მდე პატიმარი გათავისუფლდება”
მინისტრმა დააკონკრეტა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვთაც პატიმრის გათავისუფლება წყდება:
” გარკვეულ დანაშაულზე პატიმარს ნახევარი უნდა ჰქონდეს მოხდილი, ზოგ შემთხვევაში კი– 2/3, ასევე საჭირო დახასიათება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. გათავისუფლება კონკრეტულ მუხლებს არ ეხება. გათავისუფლება შეიძლება ყველა მუხლს შეეხოს”.
სუბარმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პარლამენტი ცალკე იმსჯელებს, ხოლო პროკურატურა ცალკე მიიღებს გადაწყვეტილებებს. მისივე თქმით, ხვალ ერთი პოლიტპატიმარი დატოვებს საპყრობლეს, თუმცა სოზარ სუბარს პატიმრის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.