ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენელს სასამართლოში მისვლამდე სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა და დაშავდა. საკონსტიტუციო სასამართლოში განგვიმარტეს, რომ შემთხვევა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა.

პარლამენტის წარმომადგენელი დღეს აუდიტორია 115-ის სარჩელზე განმწესრიგებელ სხდომას უნდა დასწრებოდა, რომელიც 15:30-ზე იყო დანიშნული.

ნეტგაზეთს საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, რომ განმწესრიგებელი სხდომა გადაიდო.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს აცნობეს, რომ 112-ში მართლაც შევიდა ზარი გამსახურდიას ქუჩიდან, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს. ცენტრის პრესამსახურში აღნიშნეს, რომ დაზარალებულმა განაცხადა, რომ გამოძახებამდე 1 საათით ადრე დაშავდა. მათივე ცნობით, პარლამეტის წარმომადგენელი სასწრაფომ თავის ტკივილის გამო საავადმყოფოში გადაიყვანა. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ იგი მძიმედ არ არის დაშავებული.

ბათუმში 28 იანვრიდან თოვს. სინოპტიკოსთა პროგნოზით, აჭარაში 2 თებერვლამდე ითოვებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *