ახალი ამბები

მაღლაფერიძე: სერგი გვარჯალაძე GPB-ში ევროვიზიის პროექტს უხელმძღვანელებს

31 იანვარი, 2017 • 9046
მაღლაფერიძე: სერგი გვარჯალაძე GPB-ში ევროვიზიის პროექტს უხელმძღვანელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სერგი გვარჯალაძემ მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გვარჯალაძე ევროვიზიის პროექტში გადავიდა, იგი პროექტის ხელმძღვანელი იქნება:

“საბავშვო ევროვიზია საქართველოში ტარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,- ამბობს მაღლაფერიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ვინ შეცვლის გვარჯალაძეს მედიაწარმოების დირექტორის თანამდებობზე.

სერგი გვარჯალაძე მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.. რაც შეეხება ევროვიზიას, საქართველომ კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story.

მასალების გადაბეჭდვის წესი