ტეილორის შემოსავლები ძირითადად მისი საიუველირო ნივთების გაყიდვის შედეგად შეივსო.
მეორე ადგილზე 145 მილიონი დოლარის შემოსავლით არის მომღერალი მაიკლ ჯექსონი, რომელიც 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა 50 წლის ასაკში. ეს შემოსავლები მიღებული არა მხოლოდ მისი ჰიტების გაყიდვით, არამედ კომპანია Sony ATV კატალოგის მოგებიდან, რომელშიც 50%-იანი წილის მფლობელია.
55 მილიონი დოლარის შემოსავლით მესამე ადგილზეა მომღერალი ელვის პრესლი, რომელიც 1977 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა 42 წლის ასაკში.
მეოთხე ადგილზეა ანიმატორი ჩარლზ შულცი, რომელმაც 37 მილიონი დოლარი მიიღო. იგი 2000 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა 77 წლის ასაკაში.
მომღერალი ბობ მარლი, რომელიც 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა 36 წლის ასაკში, მეხეთე ადგილზეა 17 მილიონი დოლარის შემოსავლით.
მეექვსე ადგილზეა ლეგენდარული ბითლზის სოლისტი ჯონ ლენონი 12 მილიონი დოლარის შემოსავლით. ის 40 წლის იყო, როცა 1980 წლის 8 დეკემბერს მოკლეს.
მსახიობი მერლინ მონრო მეშვიდე ადგილზეა 10 მილიონი დოლარის შემოსავლით. იგი 36 წლის ასაკში 1962 წლის 5 აგვისტოს დაიღუპა.
რეიტინგში მერვე ადგილზეა მეცნიერი ალბერტ აინშტაინი 10 მილიონი დოლარით. ის 76 წლის ასაკში 1955 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა.
მეცხრე ადგილზე კი– მწერალი დოქტორ სიუზი 9 მილიონი დოლარის შემოსავლით. იგი 1991 წლის 24 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი სტივ მაკქუინი მეათე ადგილზეა 8 მილიონი დოლარის შემოსავლით. იგი 50 წლის ასაკში 1980 წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა.