ახალი ამბები

გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა

25 ოქტომბერი, 2012 • • 1587
გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა

24 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს ხუმრობის მოყოლა სთხოვა:

 

“მე მინდა მრავალათასიანი აუდიტორიის თხოვნა შევასრულო, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იუმორის დიდი მოყვარული ხართ და ჩვენ დღემდე ვიცით თქვენი ორი ანეკდოტი, ერთი– მიტუაზე და მეორე –”შედი ქალო ბუტკაში” ცნობილი ფრაზით, თუ შეიძლება ამ ყველაფრის ბოლოს, ეს შეხვედრა რომ დამთავრდება, მესამეც რომ დაგვიტოვოთ, იმიტომ, რომ მართლა ძალიან ვხალისობთ ხოლმე”, – მიმართა გოგა ხაჩიძემ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს. ამის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა გოგა ხაჩიძის შესახებ ხუმრობა გაიხსენა, თითქოს გარემოს დაცვის მინსიტრობის დროს სამინისტროს დერეფანში ველოსიპედით დადიოდა:

“ანეკდოტებს მეგობრებში ვყვები, ან სიტუაციის მიხედვით, ჯერ მეგობრები არ ვართ ჩვენ, თუმცა ამის საშუალება შეიძლება დაგვრჩეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილმა ერთ–ერთი საჯარო გამოსვლისას ხაჩიძეზე თქვა, რომ არსებობს იმის დამადასტურებელი ფოტოები, რომ ხაჩიძე მინისტრობისას სამინისტროს დერეფნებში ველოსიპედით დადიოდა. 

 

გუშინ ივანიშვილის მომხრეებმა “ფეისბუქში” დაიწყეს ფოტოს გავრცელება, რომელზეც ხაჩიძე სამინისტროს შენობაში ველოსიპედთან ერთადაა აღბეჭდილი. გოგა ხაჩიძემ განმარტა, რომ ის სამინისტროს დერეფნებში არ დასეირნობდა და აღნიშნული ველოსიპედი განკუთვნილი იყო სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი