ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალექსანდრ ანქვაბი, შესაძლოა, აფხაზეთში დეპუტატად დაბრუნდეს

31 იანვარი, 2017 • 3805
ალექსანდრ ანქვაბი, შესაძლოა, აფხაზეთში დეპუტატად დაბრუნდეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

მისი კანდიდატურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინიციატივო ჯგუფმა დაარეგისტრირა.

დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით,  1 -20 თებერვლამდე ყველა დეპუტატმა საარჩევნო კომისიაში, რეგსიტრაციის გარდა, უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია,  მათ შორის, 250 ათასზე მეტი ხელმოწერა.

ინფორმაციას ანქვაბის საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ანქვაბის მონაწილეობას პოზიტიური გავლენა ექნება დაპირისპირებული საზოგადოების შერიგების თვალსაზრისით და  საპარლამენტო არჩევნები ბევრად საინტერესო და კონკურენტული იქნება.

პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან 2014 წლის 1 ივნისს გადადგა. თავის მაშინდელ წერილში, რომლითაც ანქვაბი თანამემამულეებს მიმართავდა, წერდა, რომ აფხაზეთში განვითარებული უკანასნკნელი მოვლენები შესაძლოა სახელმწიფოსთვის დამღუპველი იყოს.

“ხელისუფლებისთვის იბრძვიან ძალები, რომლებიც არ გაჩერდებიან და მზად არიან, საკუთარ ამბიციებს თანამემამულეების ცხოვრება შესწირონ. მათი ჭეშმარიტი ინტერესები და მადა ყოველდღიურად გამოჩნდება. ალექსანდრ ანქვაბისთვის თანამდებობა, მათ შორის საპრეზიდენტო, არ წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. დღეს, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ამომრჩევლებთან, თანაგუნდელებთან მრავალრიცხოვანი კონსულტაციების შემდეგ, ჩემ მიერ საბოლოო გადაყვეტილება იყო მიღებული. ის არ პასუხობს მოქალაქეების დიდი ნაწილის განწყობებს. ამის მიუხედავად, შექმნილი გარემოებების გამო ეს გადაყვეტილება ერთდადერთ სწორ გზად მიმაჩნია. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებისკენ, ახალი არჩევნების ჩატარებას ნორმალურ გარემოში,”- წერდა ანქვაბი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის  პარლამენტმა 2014 წლის 29 მაისს პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა, პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს კი შესთავაზა, საკუთარი ნებით დატოვოს პოსტი.

აღნიშულ მოვლენებს წინ უძღოდა აქციები სოხუმში, რომელიც 2014 წლის 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი