ახალი ამბები

ანონსი -31 იანვარი

31 იანვარი, 2017 • 1454
ანონსი -31 იანვარი

11:30 საათზე, პარლამენტში გაიმართება ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი.

თემა: თბილისში, საპროტესტო აქციაში ავტომობილებით მონაწილე მძღოლები, ძალოვან უწყებაში დაიბარეს და მართვის მოწმობები ჩამოართვეს


12:00 საათზე, სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია გაიმართება. საკონკურსო მოთხოვნებსა და პირობებს საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში  ბატონი პასკალ მენიე და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი –  ჟან-ივ ლავუარი გააცნობენ.მისამართი: მთავრობის ადმინისტრაცია ( საპრესკონფერენციო ოთახი)


11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარტიის ოფისში, აფხაზეთიდან დევნილთა ორგანიზაციებს შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გაკეთდება.


11:00 საათზე, ”პირველი რადიოს” პრესკლუბში, თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობის აქციის მონაწილე მძღოლების საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ”თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობის აქციის მონაწილე მძღოლები შსს-ში დაიბარეს და მართვის მოწმობებიც ჩამოართვეს”.


11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: “საკონსტიტუციო ინიციატივა”. თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)


12:00 საათზე, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის 10) გაიმართება კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი ორგანიზაციების პრესკონფერენცია ფარული მიყურადების მარეგულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.


12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის შეხვედრა მიწვეულ სპეციალისტებთან მიწის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისი, ოთახი N341


მასალების გადაბეჭდვის წესი