ახალი ამბები

ივანიშვილი: აჭარის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამი კანდიდატი განიხილება

24 ოქტომბერი, 2012 •
ივანიშვილი: აჭარის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამი კანდიდატი განიხილება
პრემიერ მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამი კანდიდატი (ჯემალ ფუტკარაძე, არჩილ ხაბაძე და არმაზ ახვლედიანი) განიხილება.

“სამი კანდიდატი განიხილება რეალურად. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ უფრო წინ წავწეულიყავით. სამივე მისაღებია საინიციატივო ჯგუფისათვის. მე დავავალე და დღეს მიმართავენ პრეზიდენტს, რომ დაჩქარდეს უმაღლესი საბჭოს სესიის მოწვევა და ეს იყოს 26 ოქტომბრისთვის. ამ დროის შუალედით მე კიდევ ვისარგებლებ, რომ მივიღო საბოლოო გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ივანიშვილმა.  

მისივე შეფასებით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი აჭარლებისთვის უნდა იყოს მისაღები, ფესვები უნდა ჰქონდეს აჭარიდან და დასძინა, რომ მეტ კანდიდატურას ამ ეტაპზე აღარ განიხილავენ.

ივანიშვილის თქმით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უალტერნატივოა ავთანდილ ბერიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი