აღნიშნული ორგანიზაციები წინადადებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, რათა საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთნ და აირჩიონ თამარ გურჩიანი.
“ის თანაბრადაა მისაღები სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, სოციალურ, გარემოსდაცვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემატიკაზე მომუშავე, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სხვადასხვა სახის მოწყვლადი ჯგუფების უფლებებადამცველთა და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციებისათვის.
თამარ გურჩიანისათვის არ არსებობს პირველი და მეორეხარისხოვანი ადამიანი. მისთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ადამიანთა შორის უპირობო თანასწორობაა. სწორედ მისი პროფესიული ღირსების გათვალისწინებით, მოგმართავთ ინიციატივით, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დაამტკიცოთ თამარ გურჩიანი”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ უკანასკნელ დღეებში მედიით გავრცელებულმა ინტერვიუებმა თამარ გურჩიანთან და კანდიდატებს შორის ტელედებატებმა ისინი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ თამარ გურჩიანი არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი, პრინციპული, მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება:
“კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში იგი მონაწილეობდა მედიის თავისუფლების, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის, სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.”
სახალხო დამცველის პოსტზე სხვადასხვა ჯგუფების მიერ ასევე წარდგენილნი არიან: ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე.