ახალი ამბები

ანონსი – 30 იანვარი

30 იანვარი, 2017 • 1635
ანონსი – 30 იანვარი

12:00 საათზე, თბილისი მერიოტის თამარმეფის დარბაზში, ევროპული საქართველოს ლიდერები ელჩებს შეხვდებიან


15:00 საათზე, სასტუმრო “ასტერიონში” გაიმართება ევროპული საქართველოს პრეზენტაცია.
მისამართი: გულიას 1 (ორთაჭალის ავტოსადგურის წინ)


11:00 საათზე  საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში  თბილისის აეროპორტის სამართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ვახტანგ დადუნაზე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მხილება

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 თამთა კალანდაძე


12:00 საათზე  საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატი, იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავჯდომარე გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: საკონსტუტიციო კომისიაში წარსადგენი ცვლილებები
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 თამთა კალანდაძე

,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში 12:00-ზე, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ლადო სადღობელაშვილი გამართავს ბრიფინგს

თემა1. : თბილისის საკრებულოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს შალვა ლომსაძე რომელიც ფოტო მასალიდან მტკიცდება რომ 2007 წლი 7 ნოემბერს იღებდა დარბევაში მონაწილეობას,დღეს კი ამ ხელისუფლების პირობებშიდაც დასაქმებულია და მოვითხოვ ამ პიროვნების წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის დევნა და შეუჩერდეს უფლება მოვალეობა

თემა2: საკრებულოს 2016 წლის ხარჯვით ნაწილს კერძოდ საკრებულოდან გამოთხოვილი მონაცემებით მტკიცდება რომ საოცრად დიდი სამივლინებო ხარჯები და სამივლინებო პერიოდებია ნაჩვენები, საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა დეპუტატების მიმართ უამრავი კითხვაა სად და რატომ იწერდნენ ამ სამივლინებო ხარჯებს გაფლანგვასთან დაკავშირებით


09:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მარნეულის რაიონის სოფელ ახალ დიოკნისში საჯარო სკოლის ახალ შენობას გახსნის.

მისამართი: სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა


15:00 საათზე ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ ( შეხვედრების ოთახი 6) სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მართავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას.


11:40 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იანგლანდს შეხვდება. მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


12:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #7


 

11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გადაშენების პირას მყოფი, ნაკადულის კალმახის საშენი პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან.


მასალების გადაბეჭდვის წესი