ახალი ამბები

აშენდება თუ არა ლაზიკის პორტი?

24 ოქტომბერი, 2012 • • 1780
აშენდება თუ არა ლაზიკის პორტი?

მისი თქმით, ჯერ მთავრობა დამტკიცებული არ არის და ასეთი პროექტის დეტალებზე საუბარი ადრეა:

 

“მე გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ ქალაქის აშენება ბიუჯეტის ფულით ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, თუ შეფასება დაადგენს, რომ მისი აშენება ბიზნესისთვის მომგებიანია, რა თქმა უნდა, მაშინ დაინტერესდება ეკონომიკის სამინისტრო.”

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ლაზიკის პორტის პროექტს არ გაცნობია:

 

“უბრალოდ რამდენიმე კონკრეტულ ექსპერტს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ანაკლიის პორტში შესაძლებელი იქნება ისეთი გემების მიღება, რომელიც საქართველოს სხვა პორტებში ვერ შედიან. ამასთან, ბევრი რამ არის გასაანალიზებელი, როგორიცაა მთლიანი ტვირთბრუნვა და აქედან გამომდინარე, რამდენად საჭირო იქნება ახალი პორტი. განსახილველია პროექტის ეკოლოგიური ასპექტი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე საუბარი ძალიან ადრეა. “

 

“თავისუფალი უნივერსიტეტის” მფლობელი კახა ბენდუქიძე ლაზიკაში პორტის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს:

 

“ლაზიკას პროექტის შინაარსი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი ნაწილი არის უშუალოდ ინფრასტრუქტურის განვითარება ანაკლიის შემოგარენში. უნდა აშენდეს რეალურად დიდი გემების შემოსვლას მორგებული პორტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ტრანზიტულ როლს მნიშვნელოვნად გაზრდის. საქართველოს შეეძლება მიიღოს დიდი კონტეინერის მატარებელი გემები, რაც აქამდე ვერ ხდებოდა.

 

ჩინეთიდან საქართველოში გემი ვერ ჩამოდიოდა. გემი მიდიოდა იტალიაში. იტალიიდან ტვირთი პატარა გემებით მოჰქონდათ საქართველოში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ეს დიდი გემები ჩამოვიდნენ პირდაპირ საქართველოში. “

ბენდუქიძის განმარტებით, პროექტის მეორე იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ლაზიკაში უნდა შექმნილიყო ისეთი კანონმდებლობა და ისეთი გარემო, რომელიც არსებულ ბიზნესგარემოს ბევრად უფრო აჯობებდა:

 

“გარკვეულად ლაზიკა უნდა ყოფილიყო ლაბორიატორია, ჩვენ უნდა მოგვეზიდა ბევრი ინვესტორი, რომლებიც ააშენებდნენ ქალაქს. სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილი. გზის მიყვანა, პორტის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. ამის მაგალითები მსოფლიოში არსებობს. ყველაზე კარგი მაგალითია შენჟენი ჩინეთში. ეს არის ქალაქი, სადაც 20 წლის წინ ვაპირებდი ჩასვლას, მაშინ იქ ინგლისურიც კი არ იცოდნენ. დღეს იქ ცხოვრობს 10 მილიონზე მეტი ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ადგილია ჩინეთში.”

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ ლაზიკა არ აშენდება. ლაზიკის მშენებლობის იდეა საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილმა ეკუთვნის.

პორტი ლაზიკა
პორტი ლაზიკა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი