12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში უმცირესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
სხდომის დაწყებამდე კი ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:
“დაველოდები შეკითხვებს, რაც უმცირესობას ჩემდამი აქვს. მზად ვარ ვუპასუხო მათ შეკითხვებს. ჩვენი პრიორიტეტები იქნება სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება”, – აღნიშნა ივანიშვილმა.