ახალი ამბები

40-მილიონიანი ინვესტიცია თბილისში

22 ოქტომბერი, 2012 •
40-მილიონიანი ინვესტიცია თბილისში

როგორც მერიაში აცხადბენ, თანამედროვე დიზაინის ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსის185 000 კვ.მეტრ ფართობზე გაშენდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტს CBD Development-ი ახორცილებს და მშენებლობაში კომპანია 40 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

“მრავალფუნქციური კომპლექსი რამოდენიმე 2 და 3-სართულიან შენობებს გააერთიანებს, სადაც სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტები განთავსდება. მოეწყობა გალერეები, გასართობი ცენტრები, ტანსაცმელების, აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები, რომლებიც ერთმანეთს ხიდებითა და ტერასებით დაუკავშირდება.

კომერციული ცენტრის ეზოში ასევე დაგეგმილია კონოთეატრის, საზაფხულო სკოლის, ბოულინგისა და ფიტნესცენტრების მშენებლობა. ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებით გამწვანდება.

ამჟამად მიწის მოჭრისა და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული. ახალ ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი