„მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მასმედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე, რაც სააქციო საზოგადოება „საქჰიდრომშენს“ ეხება. სს „საქჰიდრომშენის“ აქციათა 45 პროცენტი ეკუთვნის ჰოლდინგს „კალა კაპიტალი“, რომლის მფობელიც მე გახლავართ. სს „საქჰიდრომშენი“ სხვა პროექტებთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც.
ამდენად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის ვადაში „კალა კაპიტალი“ დაიწყებს სს „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას.
რაც შეეხება ჩემს სხვა ბიზნეს-საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ენერგეტიკულ სექტორს, მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები.
აქვე ავღნიშნავ, რომ ჩემი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას.”
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახი კალაძის “კალა კაპიტალ ლიმითედი” “კალა კაპიტალის” 100 პროცენტს ფლობს. ეს კომპანია ფლობს შპს “კალა ენერჯი ენდ ნეიჩერალ რესურსში” 100 პროცენტს, რომელიც შპს “კალა იმპექსის” 100 პროცენტის მფლობელია. ამ შპს–ს ეკუთვნის ემიტირებული აქციების 45 პროცენტი “საქჰიდრომშენში”. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობში არიან: კახი კალძე, ილია კეჭაყმაძე და გია ქავთარაძე.
გია ქვთარაძის კანდიდატურა კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დნიშვნის შემთხვევაში მისი მოდგილის თნამდებობაზე განიხილება. გია ქავთარაძე 2005–2007 წლებში სააკაშვილის მთავრობში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
სს “საქჰიდროენერგომშენის” საქმიანობის განმსაზღვრელ მიმართულებას წარმოადგენს სამოქალაქო და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა : ჰიდროელექტრო და თბოელექტროსადგურები, გზები, სატრანსპორტო გვირაბები, საწარმო- სამოქალაქო ნაგებობები.
კახი კალაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააქციო საზოგადოება „საქჰიდრომშენში” მისი კუთვნილი 45 პროცენტის შესახებ ინფორმაცია გასაჯროვდა.