ახალი ამბები

‘საქართველოს რკინიგზის’ დირექტორი გადადგა

22 ოქტომბერი, 2012 •
‘საქართველოს რკინიგზის’ დირექტორი  გადადგა

გადადგომის თაობაზე ეზუგბაიამ თხოვნით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს. საბჭომ განცხადება დააკმაყოფილა. 

 

„უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ჩამოყალიბდა წარმატებულ კომპანიად. კომპანია დირექტორთა საბჭოს ფორმატში იმართებოდა. შესაბამისად, მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა საკითხზე, ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო”.

 

ეზუგბაიამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და წარმატება უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში. ასევე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს მიმართა, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ და შეასრულონ საკუთარი მოვალეობები ახალი გენერალური დირექტოის დანიშვნამდე, რათა ზიანი არ მიადგეს კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი