ახალი ამბები

კახი კალაძის ინტერესები ენერგოსექტორში

22 ოქტომბერი, 2012 •
კახი კალაძის ინტერესები ენერგოსექტორში

კახი კალაძე
კახი კალაძე

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “კალა კაპიტალ ლიმითედი” “კალა კაპიტალის” 100 პროცენტს ფლობს. ეს კომპანია ფლობს შპს “კალა ენერჯი ენდ ნეიჩერალ რესურსში” 100 პროცენტს, რომელიც  შპს “კალა იმპექსის” 100 პროცენტის მფლობელია. ამ შპს–ს ეკუთვნის ემიტირებული აქციების 45 პროცენტი “საქჰიდროენერგომშენში”.  კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობში არიან: კახი კალძე, ილია კეჭაყმაძე და გია ქავთარაძე.

გია ქვთარაძის კანდიდატურა კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დნიშვნის შემთხვევაში მისი მოდგილის თნამდებობაზე განიხილება. გია ქავთარაძე 2005–2007 წლებში სააკაშვილის მთავრობში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.  

სს “საქჰიდროენერგომშენის” საქმიანობის განმსაზღვრელ მიმართულებას წარმოადგენს სამოქალაქო და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა : ჰიდროელექტრო და თბოელექტროსადგურები, გზები, სატრანსპორტო გვირაბები, საწარმო- სამოქალაქო ნაგებობები.

განიხილავს თუ არა “ქართული ოცნება” კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დნიშვნის საკითხს, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად “ნეტგაზეთი” “ქართული ოცნების” პრესსამსხურს დაუკავშირდა. კოალიციის პრესმსახურში განგვიცხადეს, რომ კახი კლაძე ქუთაისში იმყოფება და მასთან დაკვშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. რაც შეეხება კალაძის კანდიდატურის მოხსნას, კოლიცია “ქართულ ოცნებაში” ამ სკითხზე კომენტრს ჯერ არ აკეთებენ.   

მასალების გადაბეჭდვის წესი