ახალი ამბები

დუმბაძის მოსაზრებით, დარახველიძეს რასისტული ფრაზა არ უთქვამს[video]

21 ოქტომბერი, 2012 •
დუმბაძის მოსაზრებით, დარახველიძეს რასისტული ფრაზა არ უთქვამს[video]

დუმბაძის განცხადებით, მას უშალოდ არ მოუსმენია დარახვლიძის სიტყვები, თუმცა იცის არასამთავრობოების მიმართვის შესახებ :

 

“ჩვენ ვართ კოალიცია, რომელიც არ აპირებს, რომ ერთხმად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება. კომიტეტებში დაიწყება განხილვები მთავრობის წევრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, ყველა საკითხი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, დაისმება”,–განაცხადა დუმბაძემ. 

 

მისი შეფასებით, დარახველიძის კომენტარი, “თბილისში ნებისიერი ზანგი საქართველოს მოქალაქეა”, ფაქტის კონსტანტაციაა და არა ქსენოფობია. 

 

“ქსენოფობიური განცხადება არის, როცა სიძულვილის ენით ლაპარაკობ სხვა ეთნიკურ ჯგუფზე. ქსენოფობიური განცხადებაა, როცა ამბობ, ჩვენ ხომ ზანგები არ ვართ, ასე მოვიქცეთ”, – ამბობს მურმან დუმბაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატმა დავით დარახველიძემ გამოყენებული სიტყვა “ზანგის” გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა 19 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბიძინა ივანიშვილს მიმართეს დარახველიძის კანდიდატურის გადახედვის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი