ახალი ამბები

ეკატერინე კოტრიკაძე: ПИК-ი აღარ არსებობს

20 ოქტომბერი, 2012 •
ეკატერინე კოტრიკაძე: ПИК-ი აღარ არსებობს

“ტელევიზია აღარ არსებობს, დღის ხელფასები ჩაგვირიცხეს, როგორც გავიგეთ და აღარ ვართ ეთერში. ჩვენთვის ეს ოფიციალურად არავის უცნობებია, დილით ვნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება. თურმე ტყუილი არ ყოფილა ის, რის გამოც შევშფოთდით და გახსოვთ მდუმარე აქციაც გვქონდა, თურმე მართლა რაღაც ემუქრებიოდა ტელევიზიას. ჩვენ გამოვთქვამთ პროტესტს და მოვითხოვთ, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტის უფლებები. გაუგებარია, რატომ დაიხურა ტელევიზია. თუ კონტენტთან ჰქონდათ პრობლემა, აქამდე რატომ არაფერს ამბობდნენ, თუ იურიდიული პრობლემები იყო, ასე უცებ რატომ მოხდა ტელევიზიის დახურვა”, – აცხადებს ეკატერინე კოტრიკაძე. მისი თქმით, ჟურნალისტები საქმის კურსში არ არიან იმასთან დაკავშირებით, თუ ჰქონდა ტელევიზიას რაიმე სახის გადაცდომა:

“იურიდიულ საკითხებში თუ რა სახის დარღვევები ჰქონდა ტელევიზიას, მე ვერ ვერკვევი და ვერ გიპასუხებთ, ამაზე ალბათ პასუხი ალექსანდრე ფარულავამ უნდა გასცეს. ჩვენ არ გამოვთქვამთ პროტესტს კონკრეტული ადამიანების მიმართ, რადგან ეს არის რთული იურიდიული საკითხი. მაგრამ მოვითხოვთ პასუხებს კითხვებზე”, – აცხადებს კოტრიკაძე.


ამ საკითხზე ტელეკომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, ალექსანდრე ფარულავასთან დაკავშრება ამ დროისთვის ვერ მოხერხდა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები მასთან შეხვედრას ელოდებიან. 

 

შეგახსენებთ, რომ საზოგოადოებრივმა მაუწყებელმა დღეს, 20 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიასთან კონტრაქტებს წყვეტს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი