ახალი ამბები

ნიუ იორკში, ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე მსახიობი შაია ლებეფი დააკავეს [ვიდეო]

26 იანვარი, 2017 • 5250
ნიუ იორკში, ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე მსახიობი შაია ლებეფი დააკავეს [ვიდეო]

მსახიობი შაია ლებეფი ნიუ იორკში, ტრამპის საწინააღმდეგო არტ-ინსტალაციაზე  დააკავეს. აქციის  სახელეწოდებაა “ის ჩვენ ვერ დაგვყოფს”. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

არტ-ინსტალაციის არაოფიციალური ტვიტერ ექაუნთი იუწყება, რომ მსახიობი ამ ვიდეოს გამოა დაკავებული:

ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ლებეფს ჯერ დაუძახებს, მერე კი ეუბნება: “ჰიტლერს ცუდი არაფერი გაუკეთებია”. ამ რეპლიკას მსახიობის რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ მამაკაცი ამბობს: რატომ მესხმი თავს? ვრცელდება ინციდენტის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო: ინტერნეტში გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც უკვე უშუალოდ ჩანს, როგორ მიდის ლებეფი პოლიციელების თანხლებით: “ის ვერ დაგვყოფს” – ამ სლოგანით აქცია ლებეფმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წამოიწყო. მან ნიუ იორკში, კინომუზეუმთან განათავსა ინსტალაცია და კამერა, სადაც ტრამპის მოწინააღმდეგებს შეუძლიათ მისვლა და თავისი პოზიციის დაფიქსირება. ლებეფი ამბობს, რომ ლაივსტრიმი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება 4 წლის განმავლობაში, სანამ დონალდ ტრამპი იქნება პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი