ახალი ამბები

ანონსი – 25 იანვარი

24 იანვარი, 2017 • 2394
ანონსი – 25 იანვარი

გთავაზობთ 25 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

10:00 საათზე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს თეთრი ხმაურის მოძრაობის სარჩელს რომლის მიხედვითაც მცენარე კანაბისის დათესვა-მოყვანის გამო საპატიმრო სასჯელი არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.

10 საათზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის – HELP (ევროპული პროგრამა ადამიანის უფლებებში იურისტების განათლებისათვის) ტრენერთა ტრენინგი გაიმართება. მისამართი: ნოდარ ბოხუას 19 (დიღმის მასივი).

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: თბილისის მერიის საგზაო ინფრასტრუქტურის ტენდერები. მის: თავისუფლების #2.

12 საათზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) ორგანიზაცია გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოადგენს კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) 2016 წლის მონაცემებს.

13:00-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 32 წლის გიორგი ფანჯავიძის საქმეზე არსებითი განხილვა. გიორგის, ერთი ძირი კანაფის დათესვის გამო, პატიმრობა ემუქრება.

14 საათზე “აფხაზთა კრების” ორგანიზაციების საპროტესტო აქცია გაიმართება. ისინი გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აპროტესტებენ და ენერგეტიკის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N 2, იუსტიციის სახლის მარცხენა ფლიგელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი