ახალი ამბები

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია შსს-სთან გამართა

24 იანვარი, 2017 • 4615
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია შსს-სთან გამართა
დღეს, 24 იანვარს, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია ნაციონალურმა მოძრაობამ გამართა.
აქციის მონაწილეებმა შეკრება შსს-ს შენობასთან 18:00 საათზე დაიწყეს. მათ მიტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით: “ძირს მოღალატე მთავრობა”, “თავისუფლება გიორგი ცერცვაძეს”, “არა კოლაბორაციონიზმს”.

აქციის მონაწილეები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ, კონკრეტულად კი შსს-მ, გადასცა რუსეთს ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ. სწორედ ამიტომ, გამართეს მათ აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ მათთან ჩამოსულიყო შსს-ს წარმომადგენელი და შეკითხვებისთვის პასუხი გაეცათ, თუმცა შსს-დან არავინ ჩამოვიდა. დაახლოებით 7 საათისთვის აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამინისტროს შენობის წინ მდებარე ქუჩა და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პოლიციამ გზის გახსნა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.
დაახლოებით 10 წუთის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზა თავისი ნებით გახსნეს და სამანქანო მოძრაობა აღდგა. აქცია დაახლოებით 20:00 საათზე დაიშალა.

გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია შსს-სთან. 24.01.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი