ახალი ამბები

ვის შეხვდება შტეფან ფულე

17 ოქტომბერი, 2012 •
ვის შეხვდება შტეფან ფულე

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შტეფან ფულე პრესკონფერენციას 18 ოქტომბერს, 16 საათსა და 30 წუთზე, სასტუმრო “რედისონში” გამართავს.

 

შტეფან ფულეს ვიზიტის პროგრამას და შეხვედრების განრიგს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობაში არ აკონკრეტებენ.

 

კონკრეტულად ვის შეხვდება ევროკავშირის კომისარი საქართველოში ვიზიტისას, ამ საკითხზე არც საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც ევროინტეგრაციის სახელმწიფო აპარატში საუბრობენ. ორივე უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არც საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც ევროინტეგრაციის სახელმწიფო აპარატი შტეფან ფულეს მასპინძელი არ არის.

    

მასალების გადაბეჭდვის წესი