ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს დეპუტატი დავით სონღულაშვილი

24 იანვარი, 2017 •
რა ქონებას ფლობს დეპუტატი დავით სონღულაშვილი

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატ დავით სონღულაშვილს 2015/2016 წლებში 201 300 აშშ დოლარი და 641 890 ევრო აქვს გასესხებული. ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სონღულაშვილს თვითონაც აქვს ნასესხები თანხა- 678 200 ევრო და 20 000 დოლარი. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებები რეგისტრაციის გარეშეა დადებული.

დეკლარაციაში სონღულაშვილი უთითებს, რომ 2016 წლის განმავლობაში გასესხებული თანხიდან, ჯამში, 122 120.89 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, ხოლო გასავალი (ნასესხებიდან) –  33 681,46 ევრო და 21 523,21 დოლარია.

Screen Shot 2017-01-24 at 2.55.07 PM

სონღულაშვილი მის მიერ შევსებულ პირველ ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. რაც შეეხება დეპტატის უძრავ ქონებას, ასე გამოიყურება:

Screen Shot 2017-01-24 at 3.01.47 PM

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სონღულაშვილის ფლობს 60 000 დოლარსა და 30 000 ლარს ნაღდი ფულის სახით.

Screen Shot 2017-01-24 at 3.03.34 PM

დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში:

Screen Shot 2017-01-24 at 3.05.37 PM

Screen Shot 2017-01-24 at 3.06.07 PM

Screen Shot 2017-01-24 at 3.06.32 PM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი