ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” EPP-ში აპირებს გაწევრიანებას

24 იანვარი, 2017 • 1897
“ევროპული საქართველო” EPP-ში აპირებს გაწევრიანებას

პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველო”, რომელიც ენმ-დან გასული პოლიტიკური ლიდერებისაგან შედგება, ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) წევრიანდება და შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ბრიუსელში მყოფმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ განუცხადეს.

“ვისაუბრეთ ჩვენი ახალი პარტიის EPP-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ფორმალური პროცესები უკვე დაწყებულია”, – განაცხადა გიგი უგულავამ EPP-ს პრეზიდენტ ჯოზეფ დაულთან შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ ევროპის სახალხო პარტიასთან გააგრძელოს საქმიანობა, რომ ჩვენ ვიყოთ ამ ოჯახის წევრი და ამით მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის შეთავაზება. ჩვენ ამ პოლიტიკურ ოჯახში უამრავი მხარდამჭერი გვყავს, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში გავწევრიანდებით ამ პოლიტიკურ ოჯახში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზემოხსენებული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერა თვითონ ჯოზეფ დაულმაც. იგი აცხადებს, რომ მოხარულია გიგი უგულავას ნახვით და “გიორგი კვირიკაშვილს სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი